Shareula

Error
  • Failed loading XML file

ტურისტული ბანაკი "შარეულა" მდებარეობს რაჭის რეგიონების უკიდურეს დასავლეთში მდინარეების რიონისა და შარეულას შესართავთან, შერეული ტყის მთიანი რელიეფით შემოსაზღვრულ თვალწარმტაც ადგილზე (თბილისიდან - 290კმ. ქუთაისიდან 64კმ. ამბროლაურიდან 29კმ.) ბანაკს უჭირავს 2 ჰექტარი შემოღობილი და დაცული ტერიტორია.

რეგიონში შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ერთადერთი ტურ-ოპერატორი, შპს "შარეულა", საშუალებას გაძლევთ ესიაროთ ტურისტული თვალსაზრისით დღემდე ნაკლებად ათვისებულ, საქართველოს ორი ისტორიული პროვინციის რაჭისა და ლეჩხუმის უნიკალურ ბუნებრივ პირობებსა და კულტურულ ფასეულობებს. ახლოს გაეცნოთ ფაქტიურად ცივილიზაციისგან მოშორებულ, თვითმყოფადი ცხოვრების წესით გამორჩეულ ტრადიციულ გარემოს და დაისვენოთ ეკოლოგუირი თვალსაზრისით ჯანსაღ პირობებში. ბანაკის სტუმრები უზრუნველყოფილნი იქნებიან მრავალფეროვანი ტურისტული პროგრამებითმ, კვალიფიციური გიდების მომსახურებით, საგრანსპორტო საშუალებებით, კარვებითა და საძილე ტომრებით. აქვე ფუნქციონირებს რესტორანი, სადაც სტუმრებს ექნებათ საშუალება დააგემოვნონ განთქმული ქართული სამზარეულოს შედევრები და უნიკალური ღვინოები. ბანაკში ფუნქციონირებს კეთილმოწყობილი.

 

 

 

 

ტურისტული ბანაკი "შარეულა" ჩამოყალიბდა 2012 წელს. ჩვენი ძირითადი მიზანია ყოველმხრივ ათვისებულ იქნეს რაჭა-ლეჩხუმის მდიდარი ტურისტული პოტენციალი ისე რომ ზიანი არ მიადგეს ადგილობრივ ბუნებრივ პირობებს და მაქსიმალურად შენარჩუნდეს ტრადიციული კულტურული გარემო.

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის უნიკალურობა განპირობებულია რთული ლანდშაფტურ-გეოგრაფიული მახასიათებლებით, რაც ხელს უშლიდა ინდუსტრიული თვალსაზრისით ქვეყნის ამ მაწილის ათვისებას. შესაბამისად, რაჭა-ლეჩხუმი თავისთავად ჩამოყალიბდა ბუნებრივად დაცულ ტერიტორიად, სადაც დღემდე შენარჩუნებულია ეკოლოგიურად სუფთა გარემო ფლორისა და ფაუნის ენდემური ნიმუშებით, უნიკალური სასმელი წყლებითა  და რაც მთავარია ადგილობრიბი მოსახლეობის მიერ საუკუნეების მანძილზე შემონახული ტრადიციული ცხოვრების წესით (მეურნეობა, არქიტექტურა, და ასე შემდეგ.) მსოფლიოში სახელგანთქმული ღვინის რამდენიმე სახეობა (ხვანჭკარა, ოჯალეში, უსახელაური) მხოლოდ ამ რეგიონში მოჰყავთ თანაც უძველესი ტექნოლოგიის გამოყენებით. ცნობილი ფაქტია, რომ  სპეციალურად მთელს მსოფლიოში საშობაო ნაძვის ხეების გასამრავლებლად თესლები მხოლოდ და მხოლოდ რაჭიდან გააქვთ, ვინაიდან მასზე აღმოცენებულ ნაძვს სხვადასხვა ბუნებრივ პირობებში უნიკალური ადაპტაციის უნარი გააჩნია. 

 

шаблоны joomla

Signup for Newsletter

{newsletter_subscriber}

Joomla! Debug Console

Errors

Session

Profile Information

Memory Usage

Database Queries