Shareula

Error
  • Failed loading XML file

შარეულას ხეობა ბევრი რამით არის მნიშვნელოვანი: ის ხასიათდება კასტრული მღვიმეებით და კანიონებით, რთული და ლამაზი რელიეფით, რელიქტური და ენდემური მცენარეების სიუხვით; ხეობა მდიდარია ისტორიული ძეგლებით. აქედან გამომდინარე, გასაგებია, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ხეობას ეკოლოგიურ–საგანმანათლებლო თვალსაზრისით.სწორედ აქ რაჭის სამოთხეში მდებარეობს ტურისტული კომპლექსი „შარეულა“(თბილისიდან - 290კმ. ქუთაისიდან 64კმ. ამბროლაურიდან 29კმ.) ბანაკს უჭირავს 5 ჰექტარი შემოღობილი და დაცული ტერიტორია,რომელიც სრულად აკმაყოფილებს აქტიური და პასიური დასვენების მოყვარულთა მოთხოვნებს: სტუმრებს შეუძლიათ, დააგემოვნონ გემრიელი ქართული კერძები, მოისვენონ ჰამაკებში, დაგეგმონ საჯომარდო ტური რიონზე, ასევე საცხენოსნო,  საფეხმავლო, სალაშქრო, კულტურული და ჯიპ ტურები რაჭა–ლეჩხუმში. 

 

რეგიონში შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ერთადერთი ტურ-ოპერატორი, შპს "შარეულა", საშუალებას გაძლევთ ესიაროთ ტურისტული თვალსაზრისით დღემდე ნაკლებად ათვისებულ, საქართველოს ორი ისტორიული პროვინციის რაჭისა და ლეჩხუმის უნიკალურ ბუნებრივ პირობებსა და კულტურულ ფასეულობებს. ახლოს გაეცნოთ ფაქტიურად ცივილიზაციისგან მოშორებულ, თვითმყოფადი ცხოვრების წესით გამორჩეულ ტრადიციულ გარემოს და დაისვენოთ ეკოლოგუირი თვალსაზრისით ჯანსაღ პირობებში. 

მთის სოფლების სილამაზე, ამაყი კანიონები და ხელშეუხებელ ბუნებასთან  სიახლოვე  ყველა ჩვენი მომავალი სტუმრისთვის იქნება სასიამოვნო, სასარგებლო და დაუვიწყარი.

ბანაკის დაცულ ტერიტორიაზე არის ფეხბურთისა და ფრენბურთის მოედნები, მაგიდის ჩოგბურთი, სატელიტური ტელევიზია, სამაგიდო თამაშები.

ტერიტორიაზე ფუნქციონირებს რესტორანი, სადაც დატვირთული ტურისტული დღის შემდეგ ტურისტებს შეუძლიათ მიირთვან უგემრიელესი ქართული სამზარეულოს შედევრები და დააგემოვნონ უნიკალური ქართული ღვინოები. ("ხვანჭკარა","წულუკიძის თეთრა", "უსახელოური", "ცოლიკაური", და სხვა.)

15-20 კაციანი ჯგუფების შემთხვევაში - 7% (მოსწავლეებისა და სტუდენტების შემთხვევაში - 12%)

Signup for Newsletter

Name:
Email: